საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4144

ფაქტი 4144

1919 წლის 17 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების რწმუნებულ ალიოზ ბათმანაშვილის თხოვნა, დახმარება აღმოუჩინონ წიგნებით და ჟურნალ-გაზეთებით რაბათის ბიბლიოთეკას და ქართულ სკოლას. ქართული სკოლის ოთხი განყოფილებისთვის ის ითხოვდა საჭირო სახელმძღვანელოებს, თითო განყოფილებისთვის 25 ცალს და ფულით დახმარებას 10000 მანეთამდე. გამგეობამ დაადგინა, რაბათის ბიბლიოთეკისთვის მიეცა დახმარება 300 მანეთი ფულად ან წიგნებით, როგორც ისურვებდნენ მთხოვნელები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4144; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .