საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4184

ფაქტი 4184

1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქალაქის სტამბის კავშირთა გამგის, ნესტორ გელოვანის განცხადება. ის „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების თითოეული ეგზემპლარის დაბეჭდვაში 12 მანეთს ითხოვდა. წიგნების გამოცემის საქმეს თევდორე კიკვაძე აწარმოებდა. მისი აზრით, სამართლიანი იქნებოდა, ცალზე 9-10 მანეთი მიეცათ. თავდაპირველი გარიგების თანახმად, მას თითო წიგნზე 6 მან. ერგებოდა, მაგრამ შემდეგ ტირაჟი შეიცვალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4184; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .