საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4185

ფაქტი 4185

1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ ავალიშვილის რეცენზია შაფაქიძის „თვალსაჩინო გეომეტრიის“ შესახებ. განჩინების გადაწყვეტილებით, შაფაქიძის ,,თვალსაჩინო გეომეტრიას“ დაუბრუნებდნენ პატრონს სასწავლო კომიტეტში წარსადგენად, თუ ის უკანასკნელი მოიწონებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომას, მიიღებდნენ დაბეჭდვის გადაწყვეტილებას. ასევე განჩინების თანახმად, იოსებ ავალიშვილისთვის გამგეობას 200 თუმანი უნდა მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4185; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .