საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4193

ფაქტი 4193

1919 წლის 11 ოქტომბერს რაჭის სამაზრო გამგეობის წევრმა, საქმის მწარმოებელმა – ა.მეტრეველმა განათლების სამინისტროს სახალხო სკოლების მთავარგამგეს მიმართა, რომ საქართველოს განაპირა მხარეები განათლებით ჩამორჩებოდა შუაგულს. 1917 წელს ზოგიერთი სასწავლებლისთვის ნატურით გადახდას ხალხმა თავი დაანება და რამდენიმე სკოლა (უფრო მეტად, სამრევლოები) დაიხურა შემდეგ სოფლებში: ზემო კრიხი, ფუტიეთი, ტოლა, გორისუბანი, კაჩაეთი. ხალხი ისევ მიმართავდა გამგეობას სკოლის გახსნის მოთხოვნით, და, თავის მხრივ, ბინას, გათბობა-განთების და სხვა ხარჯებს თავის თავზე იღებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4193; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .