საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4196

ფაქტი 4196

1919 წლის 23 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი შიო მღვიმელის საბავშვო ლექსების გამოცემის შესახებ. სასკოლო სექციამ დაადგინა, რომ გამოიცეს შიო მღვიმელის ლექსები ოთხ წიგნად, იპოლიტე ვართაგავას წინადადების შესაბამისად, შიო მღვიმელს მიეცეს 1200 მანეთი ჰონორარის სახით. გამგეობამ ეს საკითხი დაამტკიცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4196; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .