საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4234

ფაქტი 4234

1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თ. კიკვაძის სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სკოლების გადაცემის შესახებ. თ. კიკვაძეს მინდობილი ჰქონდა, გამგეობის სახელით აღეძრა შუამდგომლობა დამფუძნებელი კრების განათლების კომისიაში ქ. შ. წ. კ. გ. ს. სკოლების გადაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა განათლების სამინისტროს წინაშე დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის დადგენილების თანახმად საზოგადოების სკოლების ერობათა უწყებაში გადაცემის შესახებ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4234; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .