საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4256

ფაქტი 4256

1919 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების თხოვნა, მოემატოს მათ ჯამაგირები ან მიეცეთ ერთდროული დახმარება. გამგეობის ცნობით, საგნების მასწავლებელი ღებულობს თვეში 440 მან. საპროფესიო/ხელსაქმის – 254 მ. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცეს თითოს ერთდროული დახმარების სახით ცხრაას-ცხრაასი მანეთი. ორივეს 1800 მანეთი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4256; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .