1936 წლის 16 ივნისს კონსტანტინე გორდელაძემ და ვარლამ თოფურიამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნეს მიმართვა, გამოსაცემად წარედგინა მამის, გიორგი შარაშიძის „გურული ლექსიკონი“ აკადემიის საქართველოს ფილიალის ენისა და მატ. კულტურის ისტორიის ინსტიტუტში. მოწონების შემთხვევაში შრომა დაიბეჭდებოდა ინსტიტუტის დიალექტოლოგიურ ლექსიკონთა სერიით.

წყარო: ენიმკის ინსტიტუტის დირექტორისა და სალექსიკოლოგიო სექტორის გამგის მიმართვა ქრისტინე შარაშიძისადმი, 1936 | 16 ივნისი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი