საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4326

ფაქტი 4326

1919 წლის 29 მაისს ღარის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა გრიგოლ მეტრეველმა რაჭის მაზრის ერობის გამგეობას მიმართა 3 თვის ხელფასის მოთხოვნით, რომელიც ერგებოდა როგორც ონის ებრაელთა მასწავლებლის, ნინო კვიტაშვილის მოადგილეს. სკოლის მეთვალყურე გავაშელმა დაადასტურა, რომ ის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა და კანონით ეკუთვნოდა თვეში 50 მან. თუმცა მეტრეველი ითხოვდა სათანადო ჯამაგირს, რადგან ახალ პირობებში ეს თანხა მისი შრომის დაუფასებლობა იქნებოდა. მან რაჭოს ერობას აპრილშიც მიმართა ამ მოთხოვნით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4326; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .