1919 წლის 18 ოქტომბერს მთავარგამგე ჭუმბურიძე (საქმის მწარმოებელი კ. აბაშიძე) რაჭის სამაზრო ერობის გამგეობას მიმართავდა, რომ ათი ახალი სასწავლებლის ავეჯით მოსაწყობად სამინისტროს ხარჯების გაღება არ შეეძლო. ასეთ ხარჯებს თვითმართველობები კისრულობდენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა ნაშთებით სარგებლობა, რადგან მაზრის ერობას კრედიტი გახსნილი ჰქონდა 67 187-კომპლექტიანი სკოლისთვის. ვინაიდან გამგეობას დიდი ნაშთები ჰქონდა და არსებულ სკოლათა და მასწავლებელთა რაოდენობა ფაქტობრივად ზემოაღნიშნულ რიცხვს არ შეეფერებოდა, შეეძლო ამ ფარგლებში აღადგინა დღემდე უმოქმედო სკოლები და არსებული კრედიტი მათთვის მოეხმარა. ფორმალურად დასახელებული ათი სკოლა 1919 წელს აღარ გაიხსნებოდა.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი