ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე (საქმის მწარმოებელი მანდარია) 1919 წლის 29 დეკემბერს განათლების სამინისტროს მიმართავდა, რომ ლაილაშის უმაღლესი პირველ დაწყებითი სასწავლებლის საგნების მასწავლებლად 1-ლი ნოემბრიდან დროებით გიორგი ანტონის ძე ჩაჩხიანი დაინიშნა.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი