საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4455

ფაქტი 4455

ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ ლეჩხუმის ერობაში საჭიროა კურსების მოწყობა. კურსები უნდა დაარსებულიყო დაბა ლაილაშშიც; თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო კაცი სანიმუშო გაკვეთილების ჩასატარებლად. მასწავლებლებისთვის საჭირო იქნებოდა ბინა და სურსათი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4455; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .