საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4470

ფაქტი 4470

1919 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გალის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ პეტრე ჭარაიას თხოვნა ჯამაგირის შესახებ. 1917 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მას ხელფასი აღარ ეძლეოდა. ეცნობა სამინისტროს, რომ ჯამაგირი გამოეყოთ ხაზინიდან, მაგრამ გამგეობამ ეს ცნობა 1918 წლის ივლისში მიიღო. შუამდგომლობა სამინისტროში გაიგზავნა 8 ოქტომბერს, მაგრამ იქიდან 19 ნოემბერს უარი ეთქვა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ ასი თუმანი და ეშუამდგომლათ, ვალი სრულად დაეკმაყოფილებინა მთავრობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4470; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .