საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 452

ფაქტი 452

1924 წლის 2 აგვისტოს წინასწარი დადგენილებიდან ირკვევა, რომ ჩეკას წარმომადგენელი ჯალაღანია გაეცნო დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ბობოკაშვილს ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა, კერძოდ, მენშევიკების პარტიისადმი მიკუთვნებულობა და აქტიური მუშაობა მათ რიგებში. ამის შემდეგ ჯალაღანიამ გასცა განკარგულება, დაეკავებინათ ბობოკაშვილი და მიეცათ პასუხისგებაში. 2 აგვისტოს გაიცა ბობოკაშილის სახლის ჩხრეკის ორდერი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 452; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .