საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4525

ფაქტი 4525

1919 წლის 13 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამტრედიის განყოფილების მუშაობის შეჩერების საკითხი. წიგნის მაღაზია დაკეტილი იყო, ბიბლიოთეკის სასარგებლოდ ქალაქის თვითმმართველობას 20000 მანეთი ჰქონდა გადადებული და ამ ფულის მიმღები არავინ იყო. გამგეობამ დაადგინა, სასწრაფოდ შეეკრიბათ ცნობები სამტრედიის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც ამ საკითხზე იმსჯელებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4525; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .