საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4537

ფაქტი 4537

1919 წლის 4 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაიორ ცხაკაიას მოხსენება სამოსწავლო- გეოგრაფიული ატლასის ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ. მასალა შეიცავდა 22 რუქას: ნახევარი სფეროები, ზღვის დენა, მსოფლიო რუქა, ევროპა, აზია, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, შეერთებული შტატები. აფრიკა, ავსტრალია და სხვა. გამგეობამ პრინციპულად სასურველად აღიარა ქართულ ენაზე გეოგრაფიული რუქების/ატლასის გამოცემა. წარმოდგენილი შრომა გადასცეს სპეციალურ კომისიას განსახილველად და თუ კომისია მოიწონებდა, წარუდგენდენ განათლების სამინისტროს და სთხოვდნენ გამოსაცემად 100000 მანეთამდე სუბსიდიას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4537; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .