საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4568

ფაქტი 4568

1919 წლის 18 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამაზრო ერობის გამგეობის შუამდგომლობა, რომ სამაზრო ერობის გამგეობა ღებულობდა თავის თავზე მაზრაში ქართული წიგნების გავრცელებას, რისთვისაც ითხოვდა, მისთვის მონოპოლიის სახით ყველა გამოცემის გადაცემას. გამგეობამ ეს წინადადება პრინციპულად მისაღებად ჩათვალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4568; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .