1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება თელავში არაქართველთათვის გიმნაზიის გახსნის შესახებ. 1918 წლის 21 ოქტომბრის განათლების მინისტრის მოადგილის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის დირექტორს გაკვეთილების კვირეული განაწილება და სამუშაო გეგმა გაეგზავნა. განკარგულებას ხელს კანცელარიის დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმის მწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე აწერდნენ.

წყარო: მიმოწერა თელავის სომხური გიმნაზიის წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში მოთავსების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი