ამონაწერი საქარველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომის ჟურნალიდან 1918 წლის 10 სექტემბერის.მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება თელავის გიმნაზიის არაქართველი მოწაფეების შესახებ. დადგინების თანახმად, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წესის თანახმად, რომ ყველა საშუალო სასწავლებელი შემოსავლით ინახებოდეს, დადგინდა, რომ თელავში მცხოვრებ არაქართველ მოქალაქეებს ნება დაერთოს გახსნან ცალკე გიმნაზია და თუ თავის საშუალება არ ეყოფა, დახმარების შესახებ საკითხი შემდეგში იქნას განიხილული. დედანთან სისწორეს ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.

წყარო: მიმოწერა თელავის სომხური გიმნაზიის წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში მოთავსების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი