1919 წლის 12 ნოემბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორს ამავე წლის 3 ოქტომბრის N55 შუამდგომლობაზე უპასუხეს, რომ უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის ფერშლად დაუშვეს პეტრე მაღაევი იმავე წლის 2 ოქტომბრიდან. ხელს აწერენ მთავარგამგე ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი