საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4908

ფაქტი 4908

1919 წლის 28 ოქტომბერს გორის სამაზრო ერობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს დაუბრუნა N9781 მიწერ-მოწერა და აცნობა, რომ დ. გიკაევი იყო რუსეთის მიმდევარი და სასტიკი წინააღმდეგი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რის გამოც გორის სამაზრო ერობის გამგეობა არასასურველად მიიჩნევდა მის მასწავლებლად დანიშვნას. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ხახუტაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4908; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .