საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 496

ფაქტი 496

1919 წლის 3 ივნისს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ წერდა, რომ თბილისის მილიციის უფროსმა ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძემ გამოსცა ბრძანება მილიციის მიერ ღამის საათებში ჩხრეკის ჩატარების აკრძალვის შესახებ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. ბრძანების მიხედვით, მოქალაქეთა პრეტენზიების გამოსარიცხად მილიციას სისხლის სამართლის საქმეზე ჩხრეკა მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით უნდა ჩაეტარებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 496; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .