საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5090

ფაქტი 5090

1919 წლის 21 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მინაწერის ასლი და სთხოვა სამინისტროსთვის წარედგინა დაწვრილებითი ცნობები და დასკვნა ჯავის სასწავლებლის გამგის მინაწერისა და მასწავლებლის ანდრო ბეჟანოვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, საქმისმწარმოებლის ნაცვლად ეკატერინე გველესიანი. (ფანქრით მიწერილია თარიღი 24 ნოემბერი, განათლების თავმჯდომარე).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5090; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .