საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5095

ფაქტი 5095

1920 წლის 7 მარტს გორის სამაზრო ერობის გამგეობა დაბალი სკოლების მთავარ გამგეს აცნობებს, რომ ჯავის უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორმა ივ. სანაყოევმა სარევიზიოდ გაუშვა ოსთა სკოლების ინსტრუქტორი მასოხოვი, რომელსაც მათ მიერ დავალებული ჰქონდა განათლების განკარგულების თანახმად სასწავლებელში ჩაეტარებინა რევიზია. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი ფიდედვაძე. (1920 წლის 11 მარტი)


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5095; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .