1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: ხელმეორედ ვადასტურებ ჩემს გულწრფელ სურვილს იმის შესახებ, რომ მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, მე გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია. 

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 28 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა