საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5133

ფაქტი 5133

1919 წლის 15 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს უწყება, რომ მან უკვე აღძრა შუამდგომლობა მომარაგების სამმართველოს წინაშე, რათა საზოგადოების მთავარ გამგეობას გადმოსცეს 10000 ფუთი ქაღალდი საწყობებში შესანახად და სახარჯოდ თავისი საჭიროებისათვის. გამგეობამ ცნობად მიიღო ეს და დაადგინა, საჭიროების დროს დაექირავებინა საწყობი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5133; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .