საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5140

ფაქტი 5140

1919 წლის 22 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება წიგნების გასავრცელებლად აგენტურის მოწყობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, თ. კიკვაძის მოხსენება მიეღოთ, შეედგინათ სახელმძღვანელო გეგმა წიგნების გავრცელების შესახებ არსებულ კულტურულ საზოგადოებრივ დაწესებულებათა საშუალებით. შემუშავებული გეგმა გამოცემულ წიგნების სიასთან ერთად დაგზავნოდა ერობებს, კოოპერატივებს, რკინიგზის კომიტეტებს, კულტურულ-განმანათლებელ წრეებს და სხვებს, მოეთხოვათ პასუხი, თუ რა პირობებში იკისრებდნენ აღნიშნული დაწესებულებები მოვალეობას მათი გამოცემების გავრცელების საქმეში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5140; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .