საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5164

ფაქტი 5164

განათლების მინისტრის 1918 წლის 20 აგვისტოს მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ რესპუბლიკაში სწავლების ენად მოწაფეთა მშობლიური ენა უნდა გამოცხადებულიყო, ამიტომ დაუყოვნებლივ იყო გადასაწყვეტი ქართველ მოქალაქეთა შვილებისთვის სწავლების ენად ქართულის შემოღება. ეროვნულ უმცირესობებს უნდა ჰქონოდათ საშუალება საკუთარ ენაზე განათლების მიღების. რადიკალური გადაწყვეტილება იყო მისაღები თბილისის მთავრობის სასწავლებელთა დახურვის და შემდეგ ამა თუ ერისთვის შესაფერისი რაოდენობის სასწავლებელთა გახსნისთვის, რომლებშიც მოწაფეები ეროვნების მიხედვით განაწილდებოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5164; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .