საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5208

ფაქტი 5208

1920 წლის 17 მაისის დიდი ჯიხაიშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის N12 ოქმის ასლის მიხედვით, პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, რომ გორის სამაზრო ერობის გამგეობისთვის ეთხოვათ მთავრობასთან ეშუამდგომლა სამსონ ნუცუბიძისთვის, რათა იგი დაებრუნებინათ სამსახურში. ხელს აწერენ პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ათანასე ლეჟავა და საბჭოს წევრები: ნიკოლოზ სოსელია, გ. ნუცუბიძე, ივანე რუხაძე, ნინო ლეჟავა, სამსონ დევიძე, ვ. დარახველიძე, ბ. ცაგარელი, ალექსანდრა ლეჟავა, მდივანი გერასიმე გაფრინდაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5208; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .