საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5212

ფაქტი 5212

გორის სამაზრო ერობის გამგეობა დაბალი სკოლების მთავარგამგეს სწერდა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ინსპექტორი შეპყრობილი და გაძევებულია ჯავის რაიონიდან. მასწავლებლები უჯამაგიროდ დარჩნენ, რადგან ფულის გამომწერი არავინ იყო. გამგეობა სამინისტროს სთხოვდა გაეცათ განკარგულება და ვინმესთვის ჩაებარებინათ მასწავლებლების ჯამაგირების გამოწერა და დარიგება. ხელს აწერდნენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი თ. კანდელაკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5212; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .