საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5230

ფაქტი 5230

1919 წლის 24 მაისს ლანჩხუთის სრულუფლებიანი ქალთა გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ფრანგული ენის მასწავლებელი ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მან ორი წლის განმავლობაში გიმნაზიაში ფრანგულის ენის სწავლების ხარისხი გააუმჯობესა და სწორედ ამიტომ, ეკატერინე ფხაკაძემ სამინისტოს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნა ლანჩხუთის გიმნაზიაში. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ეკატერინე ფხაკაძე და საქმისმწარმოებელი ბ. ხომერიკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5230; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .