1919 წლის 19 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მასწავლებელ ვერა გიორგის ასულ აბაზაძეს მისწერა, მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე მოსალაპარაკებლად დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვერა გიორგის ასულ აბაზაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი