საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5255

ფაქტი 5255

1919 წლის 5 აგვისტოს სახალხო განთლების სამინისტრო გასცემს მოწმობას, რომ თბილისის ქალთა პროფესიონალურ-სახელოსნო სასწავლებელის კურსდამთავრებულ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ატესტატები, მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისა, რომელიც გაცემულია ქალთა პროფესიონალური სახელოსნოდან 1904 წლის 10 ივნისს N9-ით და თბილისის საერთო სახელოსნო სამმართველოსაგან 1919 წლის N110-ით, სახალხო განათლების სამინისტროში ინახებოდა. ხელს აწერდნენ: მთვარგამგე და საქმის მწარმოებელი ალ.გვახარია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5255; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .