1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობა, რომ ნება დართეს, გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის, ალექსანდრე ბარნოვისთვის ერთდროული დახმარების სახით 4 000 მანეთი გამოეწერათ.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ალექსანდრე ბარნოვის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი