საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5416

ფაქტი 5416

1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი უზნაძის თხოვნა მისი ახლადგამოსული სახელმძღვანელოს, „პირველყოფილი კულტურის ისტორია“ – ცალი 20 მანეთად შეძენის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, უსახსრობის გამო ნაღდი ფულით შეძენაზე უარი ეთქვა, მაგრამ წიგნი მიიღეს საკომისიოდ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5416; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .