საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5513

ფაქტი 5513

1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე ბ. კალიშევსკისა და მისი ამხანაგების თხოვნა მოისმინეს. კალიშევსკის თბილისში ტექნიკური სასწავლებლის გახსნის ნება მიეცა იმ პირობით, რომ ქართული ისწავლებოდეს. სკოლის უფლების საკითხს კი სამინისტრო საბოლოოდ გადაწყვეტდა, როცა ტექნიკუმი საზოგადოებისა და მთავრობის ნდობას დაიმსახურებდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5513; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .