საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5567

ფაქტი 5567

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ კავკასიის ოლქის მზრუნველობის განკარგულების თანახმად ვლადიმერ აბაშიძე ასწავლიდა გიმნასტიკასა და სამხედრო ვარჯიშს ამავე გიმნაზიაში 1908 წლიდან 1917 წლამდე. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5567; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .