ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ ის დაინიშნა რუსეთის ფიზიკური და სასპორტო მთავარგამგის დეპეშის განკარგულების თანახმად ხონის სამხედრო-სასპორტო კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად. იმავე კომიტეტის კანცელარიაში აწარმოებდა მიწერ-მოწერას და საბუღალტრო წიგნს უსასყიდლოდ. ნამსახურეობის სიის დედანთან სისწორეს ამოწმებს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი