განათლების მინისტრის 1918 წლის 26 აგვისტოს მოხსენებაში  ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის ნივთიერი დახმარების შესახებ, ნათქვამია, რომ ქალთა საშუალო სასწავლებლები ყოველწლიურად იღებდნენ 3 500 მან. დახმარებას, მაგრამ ეს ვერ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნილებას. წმ. ნინოს სასწავლებელმა ვერ შეძლო ჯამაგირების გაცემა, ვერც სასწავლებლის საოჯახო ნაწილი მოაწესრიგა, ამიტომ მინისტრთა საბჭოს წინაშე შუამდგომლობს, რომ ხარჯებისთვის 3 500 მან. გამოუყონ.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი