საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5613

ფაქტი 5613

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 12 სექტემბრის მოხსენება ეხება მესხეთის კერამიკის სკოლის ხარჯების გასაძღოლად 2 000 მან. გადადებას. სასწავლო წელი იწყებოდა და სკოლას სჭირდებოდა, რომ იმ დღესვე დაემზადებინა სამუშაო მასალა, შეშა, ნახშირი და სხვ. ხარჯთაღიცხვა კი შეიძლება დაგვიანებულიყო, ამიტომ მინისტრთა საბჭოს სთხოვა, განკარგულება გაეცა თანხის გაცემაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5613; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .