საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 566

ფაქტი 566

1933 წლის 3 იანვრის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც დამკვრელი მუშები ჩიტიაშვილი და გიორგაძე მოითხოვდნენ თბილისის სადგურის მუშების, დონდუას, დანელიას და კიკნაველიძის გარიცხვას. მათი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრებულიყო უდისციპლინობა ტრანსპორტთან დაკავშირებით. მათი თქმით, კომუნისტებს უნდა ებრძოლათ შრომის დისციპლინის განსამტკიცებლად და საწ. საფ. გეგმის მთლიანად შესასრულებლად; მიუხედავად ამისა, პარტიის ზოგიერთი წევრი ვერ ამართლებდა საწარმოში კომუნისტების ავანგარდულ როლს. თბილისის სადგურის მუშები, დონდუა, დანელია და კიკნაველიძე არ გამოცხადდნენ სამუშაოზე, რამაც გამოიწვია დღიური გეგმის შეუსრულებლობა.

წელი:
1933
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ორგანიზაცია
წყარო:
კომუნისტი, 1933 | 3 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 566; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .