საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5662

ფაქტი 5662

განათლების მინისტრის მოადგილე ალ. მდივანი 1918 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლისა და ორი პირველდაწყებითი სკოლის ხარჯების დასაფარად 15 000 მან. გამოყოფის შესახებ, აღნიშნავს, რომ ქალაქის თვითმართველობას (9 თვის დაარსებულია, აქედან 4 თვე უმოქმედოდ იყო „ბოლშევიკური ბატონობის“ გამო) ხარჯების გაღება არ შეუძლია. ამ სასწავლებელთა ხარჯთაღრიცხვას დასამტკიცებლად მალე წარუდგენს, იქამდე კი ზემოხსენებულ თანხას ითხოვს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5662; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .