პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ პიღასი აბდუშელიშვილი ქუთაისის სახალხო ინსპექტორის განკარგულებით დანიშნული იყო სადმელის სასწავლებლის მასწავლებლად 1912 წლის 1 სექტემბრიდან. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ.ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ.აბაშიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი