საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5817

ფაქტი 5817

1919 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი კ. გაბარაშვილი უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს უმორჩილესად სთხოვს დაამტკიცოს თანამდებობაზე მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი ე. დ. აბდუშელიშვილის ასული, მისი 21 მაისის N183 შუამდგომლობის თანახმად. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი მღ. კ. გიორგიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5817; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .