1919 წლის ივნისის შუა რიცხვებში თბილისში ხელოვნების მსახურთა დღე გაიმართა. ქალაქში მსახიობები ორკესტრის თანხლებით ავტომობილებით, ეტლებითა და ურმებით დადიოდნენ. ნაშუადღევს მთელმა კორტეჟმა მთავრობის სასახლის წინ მოიყარა თავი და ეროვნული ჰიმნით მიესალმა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 17 ივნისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა