1918 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, სომხური ენის მასწავლებელ არტაშე აბეგიანს სამინისტროში წარედგინა ორი თითო მანეთიანი მარკა იმ თხოვნაზე დასართავად, რომელიც მას შეტანილი ჰქონდა სომხური ენის მასწავლებლის თავისუფალ ადგილზე დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებილი მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | არტაშე აბეგიანის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი