საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5908

ფაქტი 5908

ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ივლიანე აბესაძემ თხოვნით მიმართა მას ეშუამდგომლა სამინისტროსთან, რათა მისთვის აღედგინათ ის უფლება, რომლითაც წარსულში სარგებლობდა. სილოვან ხუნდაძემ აბესაძის თხოვნა კანონიერად მიიჩნია და უშუამდგომლა მას, რათა მისთვის აღედგინათ უმაღლესი ჯილდოს მიღების უფლება. ასევე ხუნდაძემ სამინისტროს მისწერა, რომ დეკანოზი აბესაძე საგნების მცოდნე და შრომისმოყვარე მასწავლებელი იყო. ხელს აწერენ ალ. ლორთქიფანიძე და სილოვან თომას ძე ხუნდაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5908; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .