საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5954

ფაქტი 5954

1917 წლის 7 აპრილს ქალთა ყრილობაზე წამოაყენეს საკითხი ქალთა ორგანიზაციების შეერთებისა პარტიული და ეკონომიური განსხვავებების მიუხედავად საერთო უუფლებობის ნიადაგზე. ჩერნიაკი გამოვიდა სიტყვით, რომ ვინც კლასობრივი თვალსაზრისით უყურებდა მოვლენებს, დარბაზი დაეტოვებინა, რადგან პროლეტარ ქალს საერთო არ უნდა ჰქონოდა ბურჟუა ქალებთან. მას გაჰყვნენ მცირე რაოდენობით ქალები. ამის შემდეგ გამოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი აქსელროდი და ჩერნიაკის საქციელს სექტანტობა უწოდა.

წელი:
1917
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 17 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5954; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .