საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6023

ფაქტი 6023

1917 წლის 21 მარტს მინისტრთა თავმჯდომარემ, თავადმა ლვოვმა მიიღო ქალთა დელეგაცია ვერა ფიგნერის ხელმძღვანელობით, რომელმაც დასვა საკითხი, საყოველთაო არჩევანთა უფლებაში იგულისხმებოდა თუ არა „განურჩევლად სქესისა“ და გადასცა მთელი დელეგაციის ხელმოწერილი განცხადება. ლვოვმა უპასუხა, რომ ქალთა პოლიტიკური თავისუფლება არავითარ წინააღმდეგობას არ იწვევს და ახალი მთავრობის დროს საყოველთაო არჩევნების უფლებით ქალებიც ისარგებლებდნენ. ამასთანავე დაპირდა, რომ მთავრობა შეიმუშავებდა ახალ ფორმულას ბუნდოვანების გასაფანტად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6023; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .