საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6024

ფაქტი 6024

1917 წელს ამიერკავკასიის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პროგრამა, რომელშიც არ იყო აღნიშნული ქალთა სწორუფლებიანობის საკითხი. პროგრამას ხელს აწერდნენ კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარე ხარლამოვი, წევრები: მიხეილ პაპაჯანოვი, მამედ ჯაფაროვი, აკაკი ჩხენკელი და კიტა აბაშიძე. თუმცა, აკაკი ჩხენკელისა (სოციალ-დემოკრატიული) და კიტა აბაშიძის (სოციალ-ფედერალისტური) პარტიები თავიანთ პროგრამებსა თუ ბეჭვდით ორგანოებში აღიარებდნენ ქალთა ხმის უფლებას და სრულ ემანსიპაციას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6024; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .